გამოსაძიებელია,სადისტები ხომ არ იყვნენ

პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე ასე აფასებს 20ივნისის ღამეს: ” პოლიციელს, ჩემი აზრით, უნდა ჰქონდეს კრიმინალის მიმართ სიძულვილი და ზიზღი. ყოველ შემთხვევაში – კარგ პოლიციელს. კარგი პოლიციელი ვერ იქნება აბსოლუტურად უემოციო კრიმინალის მიმართ, ვერ იქნება ზედმიწევნით თავშეკავებული. კრიმინალის დაკავებისას მას უნდა ჰქონდეს ემოცია, გამომდინარე იქიდან, რომ ებრძვის ბოროტებას. ამის გარეშე პოლიციელი ცარიელი ფუტლიარია. ფორმალური ძალის გადამეტება ემოციის, აფექტის ფონზე მისაღებია და აუცილებელიცაა.

შესაბამისად, ნუ წუწუნებთ იმაზე, რომ “ბავშვების” დაკავებისას პოლიციამ ზოგს კეფაში ჩააფარა, ზოგს პანჩური ამოარტყა და ამით “გულანთებული ახალგაზრდობის” მიმართ “კანონი დაარღვია”. როდესაც გავეშებული ნარკომანები, გაბოროტებული ბოევიკები და ყველა ჯურის ნაბოზარი შენს კოლეგას ან სულაც მეგობარ პოლიციელს სცემს, აგინებს, ემუქრება – სრული უფლება გაქვს მორალურად, რომ მოსდო, როგორც საჭიროა! რასაკვირველია, დაკავების მომენტში (ხაზს ვუსვამ ამას) და ზომიერების, ადამიანური რეაგირების ფარგლებში. განყოფილებაში ცემით გახეთქვა და სხვა ქმედებები, რაც სცდება აფექტს და მყისიერ სამართლიან რისხვას, მიუღებელია, ეს გადადის სადიზმში და გარეწრობაში. ასეთი პოლიციაც გვყავდა, სამწუხაროდ.

ასე რომ, პოლიციის ქმედებების 90 პროცენტზე მეტს ვამართლებ იმ ღამეს. გამოსაძიებელია, მართლა სადისტები ხომ არ იყვნენ და მართლა დამიზნებით ხომ არ მოხდა თვალში სროლა, მაგრამ არ ვიცი, როგორ შეიძლება დამიზნებით მოახდინო სროლა ასეთ არეულ ვითარებაში, ძალიანაც რომ გინდოდეს. სნაიპერი იქ არავინ ყოფილა, რამდენადაც მესმის. მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა და არ ეხება იმას, რაც ზემოთ დავწერე.

კომენტარები