გამოცემა Barrons ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ 100 მილიონი ლარის შემოწირულობის შესახებ

ყოველკვირეული გამოცემა Barrons „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ 100 მილიონი ლარის შემოწირულობის შესახებ წერს.

32 მილიონ დოლარიანი დონაციით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დონორთა 46-წევრიან სიაში ერთ-ერთი უმსხვილესი შემომწირველია.
სტატიაში საუბარია, – „ბიზნესმენები კორონავირუსთან საბრძოლველად მსხვილ თანხებს სწირავენ“, მსოფლიოს უმსხვილესმა დონორებმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდებში მრავალმილიონიანი შემოწირულობები განახორციელეს.

ბიძინა ივანიშვილთან ერთად, Barrons-ის სიაში მოხვდნენ Bass Pro Shops-ის დამფუძნებელი ჯონი მორისი, Netflix-ის გენერალური დირექტორი რიდ ჰასტინგსი, Alibaba Group-ის დამფუძნებელი ჯეკ მა, Dell Technologies-ის დამფუძნებელი მაიკლ დელი, Twitter-ისა და Square-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი.

Barrons კომპანია News Corp-ში შემავალი Dow Jones-ის გამოცემაა, რომელიც Wall Street Journal-თან დაწყვილებული პუბლიკაციაა. გამოცემა შეერთებული შტატების ფინანსურ სიახლეებს, ბაზრის განვითარების შესახებ მონაცემებსა და შესაბამის სტატისტიკას აშუქებს. გამოცემის ყოველ ნომერში წარმოდგენილია წინა კვირის განმავლობაში ბაზარზე განვითარებული მოვლენების შეჯამება, ახალი ამბები, ანგარიშები და მომდევნო კვირის პროგნოზი.

კომენტარები