გამოძალვის ბრალდებით მახინჯაურის განყოფილების უბნის ისნპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოძალვის ფაქტზე, მახინჯაურის განყოფილების უბნის ისნპექტორ-გამომძიებელი – მ.დ დააკავეს.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები