გამოწერის გაუქმების ფუნქცია შეეზღუდათ Facebook-ის მომხმარებლებს – Facebook-მა Unfollow Everything აკრძალა

Facebook-მა Unfollow Everything აკრძალა. მომხმარებლები მეგობრების, ჯგუფებისა და გვერდების გამოწერის ერთდროულად გაუქმებას ვეღარ შეძლებენ, ცალკეულად კი, ფუნქცია ისევ იმოქმედებს.

Unfollow Everything იყო ე.წ. გაფართოება, რომელიც 2020 წლის ივლისში გამოვიდა.

-„ჩემი Facebook და Instagram ანგარიშები დაიბლოკა. Facebook-მა ამიკრძალა სიცოცხლე, რადგან ვეხმარები ხალხს, სოციალური ქსელი ნაკლებად გამოიყენონ. ადამიანები ადლიერები იყვნენ, რადგან მათ ცხოვრებაში საკმაოდ შემცირდა არასასურველი ინფორმაციის გავრცელება “, – განაცხადა ფუნქციის შემქმნელმა, ლუის ბარკლიმ.

აპლიკაციის გაფართოების შემდეგ ბარკლი Neuchatel-ის უნივერსიტეტის მკვლევრებთან თანამშრომლობდა. დაკვირვება მიმდინარეობდა ადამიანების მიერ სოციალურ ქსელში გატარებული დროის ცვლილებაზე, რამდენად აისახებოდა Unfollow Everything ფუნქცია ამ ფაქტორზე.

სწორედ კვლევის შედეგი გახდა Facebook-ის მიერ Unfollow Everything ფუნქციის აკრძალვის ერთ-ერთი მიზეზი.

კომენტარები