“გამოხტა ეს უდღეური ღარიბაშვილი და ჩემს გადამალულ მილიონებზე ლაპარაკობს”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო-მიმართვას ავრცელებს და ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს მდივანი სააკაშვილის ქონებრივ დეკლარაციაზე საუბრობს:

„გამოხტა ეს უდღეური ღარიბაშვილი და რაღაცებს ლაპარაკობს ჩემ გადამალულ მილიონებზე. უკაცრავად და, მილიონები რომ მქონდეს გადამალული, ეკონომკლასში კი არ ვიჯდებოდი აქ მუდმივად და 60 დოლარიან სასტუმროებში კი არ ვიცხოვრებდი, მაზოხისტი კი არა ვარ!

მე მგონი, ხალხი ხვდება, რაზეც ვლაპარაკობ, ეს მართლა ქურდების და მძარცველების კორპორაციაა, რომელმაც დედა უტირა საქართველოს და კიდე რა დღეში არიან,“ – აცხადებს სააკაშვილი.

კომენტარები