გამოჯანმრთელების შემდეგ, ტოვებს თუ არა კვალს, კორონავირუსი?

-„როდესაც ჩვენი კლინიკიდან მძიმე პაციენტებს ვწერდით, გაწერის წინა დღეს ყველა კვლევას ვუტარებდით, როგორც კლინიკაში მიღების დროს, იქ რაიმე პათოლოგიურ პროცესს ვერ ვხედავდით.„შორეულ შედეგებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, ამას მინიმუმ ერთი წელი სჭირდება, ინფიცირებული პაციენტები კვლავ რომ გამოვიკვლიოთ და გავიგოთ, დატოვა თუ არა რამე პათოლოგიური მდგომარეობა“, – განაცხადა  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „მაესტროს“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1917 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1354-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები
კომენტარები