„გამოჯანმრთელებული ადამიანი ვირუსის მატარებელი არ არის, მსოფლიო 175-ზე მეტ ვაქცინაზე მუშაობს“

კოვიდ-19 პანდემიის პირობებში, პრევენციისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობამ, მედიისთვის ვებინარი გამართა. ონლაინ რეჟიმში მიმდინარე სესია, 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სადაც მედიის წარმომადგენელებს, შესაძლებლობა მიეცათ ჯანმოს რეგიონალური და ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის კითხვები დაესვათ.

გამომსვლელთა შორის იყო საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი გიორგი ჩახუნაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ საზოგადოებაში სწორი ინფორმაციის გავრცელება მედიის პრეროგატივაა და ამ მიმართულებით ცენტრი ხშირ კომუნიკაციაზე იმყოფება მათთან. მისივე თქმით, გუნდი, რომელსაც პირადად ხელმძღვანელობს, მუშაობს ქვეყანაში ინფიცირებულთა წყაროს მოძიებასა და კონტაქტების დადგენაზე.

ჩახუნაშვილმა ვიდეოპრეზენტაციაზე ისაუბრა კორონავირუსის ჯგუფებსა და საქართველოში მიმდინარე ვირუსებზე. მან ასევე ვრცლად განიხილა ვირუსის გადაცემის ეტაპები და აღნიშნა, რომ კორონავირუსი, სანამ გლობალურ პრობლემად გადაიქცეოდა და ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა დაფიქსირდებოდა, ის ცხოველებში არსებობდა და მუტაციის შედეგად მოხდა მისი გავრცელების არეალის გაფართოვება.

ონლაინ სესიაზე სპეციალისტებმა „ფორტუნას“ კითხვას უპასუხეს და განმარტეს, არის თუ არა გამოჯანმრთელებული ადამიანი მთელი ცხოვრება ამ ვირუსის მატარებელი.

ვრცლად:

კომენტარები