გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი 10-ამდე გაიზარდა

-„გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი 10 -ამდე გაიზარდა, ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 32 პაციენტი მკურნალობს“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

​კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252.

კომენტარები