გამყრელიძე კორონავირუსით რეინფიცირების ფაქტს არ ადასტურებს – მსოფლიოში რეინფიცირების შემთვევები

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„სად იყო რეინფიცირების ფაქტი, გვაცნობეთ, რადგან ჩვენ ამას ვიკვლევთ. თუ ასეთი შემთხვევა იცით, გვითხარით. ამ ადამიანს კონფიდენციალურობის დაცვით გამოვიკვლევთ, მის გენეტიკურ ანალიზს გავაკეთებთ, გეტყვით, მართლა არის თუ არა რეინფიცირება, რადგან მსოფლიოში რეინფიცირების შემთვევები თითზე ჩამოსათვლელია.

არ ვიცი, ერთი და იგივე შემთხვევაზე ვსაუბრობთ თუ არა. ერთი ასეთი ფაქტი იყო ლუგარში. გუშინ გადავამოწმე, ჯერ-ჯერობით არ დადასტურდა“, – განცხადა დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

-„რეინფიცირების შემთხვევა მსოფლიოში არის დადასტურებული, საბედნიეროდ ეს არის გამონაკლისი.

ასე შეიძლება წითელაც, რომელიც ძალიან ძლიერ იმუნიტეტს ტოვებს შეიძლება ვიღაცას მეორედ დამართოს 60 მილიონიდან რამდენიმეა აღწერილი, შეიძლება ჩვენთანაც მოხდეს. ჯერჯერობით რაც არის ტოვებს იმუნიტეტს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 3 071 შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები