„განათლების მინისტრის კანდიდატურის დასახელება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, გადაწყვეტილება მიიღება კონსულტაციების გზით, ძალიან მალე“

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა:

„განათლების მინისტრის კანდიდატურის დასახელება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, გადაწყვეტილება მიიღება კონსულტაციების გზით, ძალიან მალე.

განიხილება რამდენიმე კანდიდატი და გადაწყვეტილება იქნება კონსულტაციების გზით მიღებული ძალიან მალე.

პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას და კაბინეტის შემადგენლობას. როდესაც გიორგი გახარია დავამტკიცეთ, გამოვუცხადეთ ნდობა. შესაბამისად, კანონმდებლობით პრემიერ-მინისტრს აქვს კომპეტენცია, თავად გააკეთოს ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში, თუ ასეთ საჭიროებას ხედავს. ამას დამატებითი დამტკიცება პარლამენტის მხრიდან ან პარლამენტის ჩართულობა ოფიციალურად არ სჭირდება. რაც შეეხება პოლიტიკურ კონსულტაციებს, რა თქმა უნდა, ნებისმიერ კანდიდატურასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს „ქართულ ოცნებაში“ და ამ შემთხვევაშიც იქნება გადაწყვეტილება მიღებული კონსულტაციების გზით. ჯერ კონსულტაციები არ არის დასრულებული, მაგრამ ვფიქრობ, რამდენიმე დღეში დასრულდება“.

განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა.

 

კომენტარები