განათლების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უდიდესი შემოქმედის, გია ყანჩელის გარდაცვალების გამო

„ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი შემოქმედება მომავალში დავიწყებას არ მიეცემა და აღიქმება როგორც მცდელობა სიბნელისაგან თავის დაღწევისა და სინათლისაკენ სწრაფვისა” – გია ყანჩელი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უდიდესი შემოქმედის, ბატონი გია ყანჩელის გარდაცვალების გამო.

თითოეული ქართველისთვის საყვარელი და საამაყო, უზენაესი საკაცობრიო ფასეულობებით, ადამიანისადმი სიყვარულით შექმნილი მისი შემოქმედება ქართული და მსოფლიო მუსიკალური საგანძურის ფასდაუდებელი შენაძენია.

გია ყანჩელის დაუვიწყარი მუსიკა მუდამ იქნება ერთგული თანამგზავრი თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისათვის.

ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებთ ბატონი გიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს.

ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

კომენტარები