„განკვეთა” ამოიღეთ, ასეთი რამ არ არსებობს. სწორედ ამის გამო ვართ მოსული, რომ სიტუაციაში გავერკვეთ“
წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა განაცხადა:
„განკვეთა” ამოიღეთ, ასეთი რამ არ არსებობს.
სწორედ ამის გამო ვართ მოსული, რომ სიტუაციაში გავერკვეთ. მე განვაცხადე, რომ არც იმის საფუძველი მაქვს, რომ ვენდო და არც იმის, რომ არ ვენდო. სწორედ ამის გასარკვევად ვართ აქ. მტკიცებულებები მჭირდება. „განკვეთა“ და ასეთი სიტყვები ამოიღეთ, ასეთი არ არსებობს. ჩემი პოზიცია როგორი იქნება, ეს შეჯერებული იქნება საპატრიარქოსთან“,.