განკურნებულ კაცს კორონავირუსი განმეორებით დაუდგინდა – „ამიტომ არის ეს დაავადება ვერაგი და მეცნიერებისთვის ჯერჯერობით ბოლომდე ამოუცნობი. ასეთი რაღაცები ახასიათებს“

საჩხერის სამედიცინო ცენტრში განკურნებულ კაცს კორონავირუსი განმეორებით დაუდგინდა.

სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში  ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­ვი­და. მას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

სა­მე­დი­ცი­ნი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მი­ხე­ილ ქა­მუ­შა­ძის განცხადებით:

„მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. პა­ცი­ენ­ტი სა­ჩხე­რე­ლია და მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია აქვს. ის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იყო და კონ­ტაქ­ტე­ბი არ აქვს“.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით:

„მამაკაცმა კოვიდ-19 რამდენიმე კვირის წინ დაამარცხა. თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. შემდეგ ისევ სიმპტომები გამოუვლინდა, მისი ბიოლოგიური ნიმუში კვლევისთვის გაიგზავნა და კვლავ დადებითი პასუხი მიიღეს“.

 პა­ცი­ენ­ტი ორი კვი­რის წინ მკურ­ნა­ლობ­და კლი­ნი­კა­ში. მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ტეს­ტით ვირუ­სი აღარ აღ­მო­აჩ­ნდა. კლინიკიდან შემ­დე­გაც გა­წე­რეს და ორ­კვი­რი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში  გა­უშ­ვეს.

ახალგაზრდა კაცი საჩხერის კლინიკაში თავდაპირველად საირმის საკარანტონო სივრციდან იყო გადაყვანილი.

-„ეს უჩვეულო შემთხვევა არ არის. ვინაიდან კორონავირუსი მეცნიერებისთვის ჯერჯერობით ამოუცნობი დაავადებაა, გამოჯანმრთელებულ პაციენტს 2 კვირის განმავლობაში საზოგადოებაში არ აბრუნებენ.

„ეს არ არის ახალი და უჩვეულო შემთხვევა, ეს ჯერ კიდევ ჩინეთში იყო დაფიქსირებული, მერე კორეაში იყო, თუ არ ვცდები, 150-მდე ასეთი შემთხვევაა აღწერილი. ამიტომ არის ეს დაავადება ვერაგი და მეცნიერებისთვის ჯერჯერობით ბოლომდე ამოუცნობი. ასეთი რაღაცები ახასიათებს. ასეთი ფაქტები დაფიქსირებულია. ჩვენ გვყავდა საქართველოში პაციენტი. ის იმის შემდეგ, რაც აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, ორი თვე იყო ამ ვირუსის მატარებელი. თუმცა, აქაც არსებობს სხვადასხვა თეორიები, მეცნიერული მოსაზრებები, რომ ეს ვირუსი, ვთქვათ, არ არის ცოცხლი, ანუ ვირუსი თვითონ არ არის ცოცხალი. მოგხსენებათ, ჩვენი დიაგნოსტიკის მეთოდი ვირუსის გენეტიკური მასალის აღმოჩენას ემყარება. არის თეორია, რომ ეს ვირუსი კი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ მისი რივონეპლეინის მჟავის ნარჩენები მაინც არის ორგანიზმში, მას აღმოაჩენს ტესტები. ბევრი კამათი იყო იმაზეც, როცა ავადმყოფს აღარ აქვს ვირუსი, შემდეგ კი ისევ გამოავლინდება.  თავიდან ინფიცირებაა, – ეს დაავადება იმუნიტეტს არ ტოვებს, თუ ქრება ვირუსი,  სადღაც ორგანიზმში მაინც შეინახა.  ფაქტი ერთია, ასეთი რაღაცები ხდება ამ დაავადების დროს. ამიტომაც არის, ყველა გამოჯანმრთელებული პაციენტი, მას შემდეგ რაც 2 ტესტი უარყოფითი ექნება, პირდაპირ საზოგადოებაში არ ბრუნდება. ის ისევ გადადის ორკვირიან თვითიზოლაციაში. ამიტომაც ვიღებთ ასეთ ზომებს, რომ ეს დაავადება ახალია, ეს დაავადება უცნობია, ჯერ კიდევ ბევრი რამე არ ვიცით მის შესახებ“, – განაცახდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“.

კომენტარები