განსაკუთრებული მადლი აქვს, შეეწიოს სიმსივნით დაავადებულებს -„ყოველთა დედუფალი“ („პანტანასსა“) ხსენების დღე

გილოცავთ! 
31 აგვისტოს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „ყოველთა დედუფალი“ („პანტანასსა“) ხსენების დღეა.
 განსაკუთრებული მადლი აქვს, შეეწიოს სიმსივნით დაავადებულებს. დედა ღვთისმშობელმა მისდამი მვედრებელთ მოგმადლოთ კურნება! შეგეწიოთ “ყოველთა დედოფლის-პანტანასას” სასწაულთმოქმედი ხატის ძალა!
ყოველთა დედუფლის ხატის ასლი, ავჭალის „პანტანასსა” დედათა მონასტერშია დავანებული, მომლოცველებს საშუალება აქვთ, მიეახლონ ამ დიდ სიწმიდეს.
ბევრი ადამიანი იკურნება ამ ხატთან რწმენით მიახლებულნი!

ტროპარი:

სიხარულისმომნიჭებელითა პატიოსნითა ხატითა შენითა გვაცხოვნენ ჩუენ, ყოველთა დედუფალო, სურვილით მეძიებელნი მადლისა შენისანი; გამოგვიხსენ შენდამი მოლტოლვილნი ფათერაკთაგან, გარეშეზღუდე ყოველთა განსაცდელთაგან სამწყსო შენი, მარადის მხმობელი შემწეობისა შენისადმი.

ლოცვა:

სურვილითა მხურვალითა მეძიებელნი მადლისანი, სახარულევანისა, პატიოსნისა დედუფლისა ყოველთასა, გვაცხოვნენ ღვთისმშობელო გვიხსნენ განსაცდელთაგან,შენდა მოლტოლვილნი ყოველნი დაიცევ სამწყსო შენი ზედამოსვლათაგან, მარადის მვედრებელი მეოხებისა შენისა.

კომენტარები