“განსხვავებული აზრი” ზაზა დავითაიასთან ერთად

4 იანვრის გადაცემა “განსხვავებული აზრი”, ორ ნაწილად გავიდა. გადაცემის პირველი ნაწილი ხელოვნებას მიეძღვნა. სტუმრად მოწვეულები იყვნენ ქორეოგრაფები: მამა-შვილი გელოდი და დათო ფოცხიშვილები, რომლების ზოგადად ქართულ ქორეოგრაფიაზე და ადამიანებისთვის მის დიდ მნიშვნელობაზე საუბრობდნენ.

 

გელოდი ფოცხიშვილი, ცნობილი მოცეკვავე, ქორეოგრაფი და რაინდის ორდენის მფლობელი ბრძანდება. მისი ვაჟი დათო ფოცხიშვილი, ნაციონალური ბალეტის “მეტეხი” და ბავშვთა ნაციონალური ბალეტის “პატარა ვარსკვლავების” სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ.

“ქართული ცეკვის გარეშე მე საქართველო ვერ წარმომიდგენია”, – გელოდი ფოცხიშვილი.

 

 

იხილეთ ვიდეო:

https://www.youtube.com/watch?v=8jdfbDh5TBE

 

გადაცემა “განსხვავებული აზრი” ყოველ სამშაბათს 17:30-ზე ALT INFO-ს ეთერში გადის.

 

მოამზადა მაია ხვედელიძემ

კომენტარები