გარდაბანში მოხუცი ცოლ-ქმარი მოკლეს
გარდაბანში 85 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი მოკლეს. ცხედრები სამართალდამცველებმა გუშინ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ბლაგვი საგნით მოხდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მკვლელობის ფაქტზე საქმე 109-ე მუხლითაა აღძრული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ წუთებში | სასტიკი მკვლელობა
Posted by Info rustavi on პარასკევი, 07 ივნისი, 2019