გარდაიცვალა აფხაზეთიდან დევნილი, ნაირა კალანდია

აფხაზეთიდან დევნილი, ნაირა კალანდია გარდაიცვალა…
შემზარავი ამბავი, რომელიც მას უკავშირდება!

ნაირა კალანდიას მონაყოლიდან:

“30 სექტემბრი იყო … ჩემი 17 წლის შვილი გვერდით მომყვებოდა. სატვირთო მანქანა შეჩერდა, გადმოხტა აფხაზი, მასთან ერთად ჟღალწვერიანი მამაკაცი წამოემართა ჩვენკენ. ამ ცხოველმა ნუკრის სახეში დაარტყა.

ფეხებში ჩავუვარდი აფხაზს, ვუთხარი, – ძმაო, ეს ჩემი შვილია, არ მომიკლა-მეთქი, სიტყვა დასრულებული არ მქონდა რომ ნუკრის მისამართით ისროლა, ნუკრი დაეცა. ამ ნადირმა კი მას დამატებით ცხრა ტყვია დაახალა.

მივვარდი ნუკრის, გადმოავტრიალე და მის ტუჩებს ტუჩები შევახე, ვიგრძენი, უკანასკნელად როგორ ამოისუნთქა… მწვდა ჩემი შვილის მკვლელი და ნუკრის ცხედრის თავიდან თვალი ამოიღო, პირში ჩამიდო და მაიძულა გადამეყლაპა.

ამის შემდეგ ჩემივე ხელით გავთხარე სამარე 15-ოდე სანტიმეტრის სიღრმეზე. შვილის ცხედარი ჩავფალი, ჭადრის ფოთლები დავაყარე და საიდანღაც მოთრეული მანქანის დისკი დავადე.

რუსებსა და აფხაზებს ვეხვეწებოდი მეც მომკალით-ო… დღესაც ასე ვარ, სიკვდილი მინდა მაგრამ არ მივყავარ უფალს…”

წყარო: https://www.facebook.com/Erudite1406/photos/a.544150956105714/924049064782566/?type=3&theater

კომენტარები