გარდაიცვალა აფხაზეთიდან დევნილი ყველაზე ტრაგიკული შვილმკვდარი, გმირი დედა – ღმერთო იმქვეყნად მაინც შეახვედრე დედა შვილი ერთმანეთს🙏

გარდაიცვალა გმირი დედა!!!

აფხაზეთიდან დევნილი ყველაზე ტრაგიკული შვილმკვდარი დედა, ნაირა კალანდია ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
ქალი, რომელსაც სეპარატისტებმა შვილი თვალწინ მოუკლეს, შემდეგ მისი სისხლი და ხორცი აჭამეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მედია-ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ჟურნალისტი რაულ ქირია სოციალურ ქსელში წერს:
-„ეს ქალბატონი ნაირა კალანდიაა და ალბათ, ძალიან ბევრმა იცის შემზარავი ამბავი, რომელიც მას უკავშირდება – აფხაზეთის ომის დროს მტრის მხარეს მებრძოლმა კაზაკმა მას შვილის თვალი გადააყლაპა… აფხაზეთის იძულებით დატოვების შემდეგ ყოველ წელს, 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს ნაირა კალანდია გმირთა მემორიალთან ისედაც დაუვიწყარ ტკივილს – აფხაზეთის დაკარგვას, კიდევ მეტი სიცხადით გვახსენებდა ყველას.

მე მას ვიცნობდი, მახსოვს როგორი გულანთებული ელოდებოდა აფხაზეთში დაბრუნებას, თუმცა… ქალბატონი ნაირა გარდაიცვალა, ვწუხვარ, ვუსამძიმრებ მისი ახლობლებს, ყველას, ვინც იცნობდა, ვისაც ახსოვდა. ის იყო ერთგვარად აფხაზეთის სიმბოლო და ჩემს მსგავსად კიდევ ბევრს ალბათ, ნაირა კალანდია ყოველი წლის 27 სექტემბერს სევდით, ტკივილით და მაინც იმ იმედით გაახსენდება, რომელიც მას ბოლო წუთამდე არ დაუკარგავს…“
ნაირა კალანდია ტელევიზიით გამოსვლისას, პოპულარულ თოქ-შოუებში ხშირად მონაწილეობდა,  აფხაზეთის ომის დღეებს იხსენებდა, შვილი მის თვალწინ მოუკლეს, ამოთხრილი თვალის შეჭმა აიძულეს. მისმა უმძიმესმა ისტორიამ მთელი საქართელო შეძრა.

რაულ ქირია

შაბათს

😥😥😥ეს ქალბატონი ნაირა კალანდიაა და ალბათ, ძალიან ბევრმა იცის შემზარავი ამბავი, რომელიც მას უკავშირდება – აფხაზეთის ომის დროს მტრის მხარეს მებრძოლმა კაზაკმა მას შვილის თვალი გადააყლაპა… აფხაზეთის იძულებით დატოვების შემდეგ ყოველ წელს, 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს ნაირა კალანდია გმირთა მემორიალთან ისედაც დაუვიწყარ ტკივილს – აფხაზეთის დაკარგვას, კიდევ მეტი სიცხადით გვახსენებდა ყველას.

მე მას ვიცნობდი, მახსოვს როგორი გულანთებული ელოდებოდა აფხაზეთში დაბრუნებას, თუმცა… ქალბატონი ნაირა გარდაიცვალა, ვწუხვარ, ვუსამძიმრებ მისი ახლობლებს, ყველას, ვინც იცნობდა, ვისაც ახსოვდა. ის იყო ერთგვარად აფხაზეთის სიმბოლო და ჩემს მსგავსად კიდევ ბევრს ალბათ, ნაირა კალანდია ყოველი წლის 27 სექტემბერს სევდით, ტკივილით და მაინც იმ იმედით გაახსენდება, რომელიც მას ბოლო წუთამდე არ დაუკარგავს…

ღმერთო იმქვეყნად მაინც შეახვედრე დედა შვილი ერთმანეთს🙏

კომენტარები