გარდაიცვალა კოსმონავტი ალეკსეი ლეონოვი

11 ოქტომბერი. მოსკოვში 85 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსი საბჭოთა კოსმონავტი, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი, ალეკსეი ლეონოვი. იგი იყო პირველი ადამიანი, რომელიც გავიდა ღია კოსმოსში. კოსმონავტის გარდაცვალების შესახებ იუწყება იური გაგარინის სახელობის კოსმონავტთა მომზადების ცენტრის პრეს-სამსახური. ბოლო დროს კოსმონავტი ხშირად ავადმყოფობდა. თებერვალში მას ფეხის თითებზე გაუკეთეს ოპერაცია დიაბეტის გამო. ამის შემდეგ ის თითქმის სულ ჰოსპიტალშია.
ლეგენდარულ კოსმონავტთან გამოთხოვება შედგება 15 ოქტომბერს, დაკრძალვა მიტიშინსკის სამხედრო მემორიალურ სასაფლაოზე.

წყარო: ria.ru

კომენტარები