გარდაიცვალა მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანი

გინესის რეკორდების წიგნის საიტი იუწყება, რომ 17 იანვარს ნეპალში გარდაიცვალა ხაგენდრა ტაპა მაგარ – მსოფლიოში ყველაზე დაბალი ადამიანი, რომელიც გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად. ხაგენდრა 28 წლის ხდებოდა, მისი სიმაღლე იყო 67,08 სმ. მისი მეგობრების ინფორმაციით ხაგენდრას ბოლო დროს გულის პრობლემები აწუხებდა, ავადმყოფობდა, აგრეთვე ასთმით და პნევმონიით. ხუთშაბათს, 16 იანვარს, ხაგენდრა ადგილობრივ კლინიკაში მოათავსეს, სადაც გარდაიცვალა მეორე დღეს.
ხაგენდრა ტაპა მაგარ 1992 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა ნეპალის ქალაქ ბალუნგში. მშობლების თქმით, ხელისგულზე ძლივს ეტეოდა. 2010 წელს ხაგენდრას სიმაღლე 67,08 სმ იყო, რის გამოც ის მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანად აღიარეს, რომელსაც დამოუკიდებლად შეეძლო გადაადგილება. ის 7 სმ-ით მაღალი იყო ფილიპინელ ჯუნრი ბალავინგზე, მაგრამ ამ უკანასკნელს არ შეეძლო დამოიკიდებლად გადაადგილება ავადმყოფობის გამო. 2011 წელს ხაგენდრა გინესების რეკორდების წიგნში შეიტანეს. თავის ქვეყანაში ძალიან პოპულარული ადამიანი იყო და ნეპალის კეთილი ნების ელჩადაც კი აირჩიეს ტურიზმის დარგში.
ახლა პლანეტის ყველაზე პატარა ადამიანი იქნება კოლუმბიის მოქალაქე ედუარდ ნინიოერნანდესი, რომლის სიმაღლეცაა 70,21 სმ.
წყარო: fakty.ua

კომენტარები