გარდაიცვალა ჟანა რეხვიაშვილი

ჟანა რეხვიაშვილის ნეკროლოგს ავრცელებს „ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს
ჰელსინკის ჯგუფი-1976“
ჟანა რეხვიაშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ეროვნული მოძრაობის მონაწილე ბრძანდებოდა.
1992 წლის 3 იანვარს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა მშვიდობიან მანიფესტაციაზე მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე, 21 წლის გივიკო რეხვიაშვილი პუტჩისტებმა დახვრიტეს. გივიკოზე დარდს მისი მამაც გადაყვა – წლისთავზე დაიღუპა…
გივიკო რეხვიაშვილის დედა, ჟანა რეხვიაშვილი წლების განმავლობაში მიტინგის დახვრეტის საქმის გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვდა.

– გივიკო კალათბურთელი იყო და ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტ¬უტში სწავლობდა. 1989 წლის 9 აპრილს 19 წლის იყო, როდესაც რუსთაველის პროსპექტზე სამხედრო ტექნიკა შემოვიდა, გივიკო მათ შორის იყო, ვინც ტანკებს წინ გადაუდგნენ.

1992 წლის 3 იანვარს დიდუბის მეტროსთან გამსახურდიას მომხრეების აქცია გაიმართა.

გივიკო ძმასთან, ნუგზართან ერთად წავიდა აქციაზე. შეიარაღებულმა პირებმა მიტინგის მონაწილეებს ავტომატის ჯერი მიუშვეს. გივიკოს ტყვია მაჯასა და ფილტვში მოხვდა. სამი დღე იცოცხლა… მისი ბოლო სიტყვები იყო – დედა, ზვიადი რას ამბობსო“ – წერდა დედა, ჟანა რეხვიაშვილი.
ნათელში იყოს ჟანა რეხვიაშვილი!

კომენტარები