გარდაიცვალა ქალი, რომლის მეუღლე და შვილები 6 თვის წინ ავარიის დროს დაიღუპნენ

ქვიშხეთში, იანვარში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ქალიც გარდაიცვალა.  ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში აპარატზე იყო შეერთებული.

26 იანვარს, სოფელ ქვიშხეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი, რომელშიც ოჯახის ხუთი წევრი იჯდა, მდინარეში გადავარდა. მომხდარის შედეგად მამა და სამი შვილი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებული მარიანა ქორიძე უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში აპარატზე იყო შეერთებული.

 

 

 

კომენტარები