გარდაცვლილ ადამიანს აქვს გონება და უსწრაფესად გადაადგილების უნარი – არქიმანდრიტი ანთიმოზი:

 – „ეს ისე, ვინმეს არ გეგონოთ რომ რელიგია დამავიწყდა, უბრალოდ იმდენი ვწერე
ბერმონაზვნური ცხოვრების მიზანი არის მომზადება სულისა, როდესაც დადგება ჟამი გარდაცვალებისა,სული მზად უნდა იყოს სამყაროდან გასვლისათვის. მონაზონი აღთქმას დებს უპოვარებაზე, უპოვარება ნიშნავს უქონლობას. მონაზონი იწყებს ბრძოლას მომაკვდინებელ ვნებასთან: ”რადგან ყოველი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა”(1 ტიმ,6,10). ადამიანი როდესაც გარდაიცვლება აგრძელებს სიცოცხლეს. მას აქვს გონება და უსწრაფესად გადაადგილების უნარი.თუ ის სავსეა ვნებებით, მისი სული მძიმეა და ბნელი. ეს ვნებები ტანჯავენ მას, რომლისგანაც განთავისუფლება უკვე შეუძლებელია. ვნებებისგან თავისუფალი სული მსუბუქია და ნათელი, რომელიც მზად არის მიიღოს ციური სხეული და გააგრძელოს განღმრთობა.
დრო ფულიაო! ასეთი აზროვნება მამონას თაყვანისცემაა. იმ ქვეყანაზე რომ გადახვალთ, სადაც დრო არ არსებობს, იქ იძახეთ მერე, დრო ფულიაო!“ – წერს ბერი,
არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი (თამაზ ბიჩინაშვილი) 

კომენტარები