გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – „ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს გაიხსნება“

ნადირობის სეზონი „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“  ბრძანების შესაბამისად 24 აგვისტოს გაიხსნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით,  გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის [10 ლარი] გადახდის დამადასტურებელი ქვითარი [დედანი] და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ნადირობის დროს აკრძალულია:

მცენარეთა საფარის დაწვა, გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა და  განადგურება;

კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეების გამოყენება [გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა], ხაფანგები, მარყუჟები, აგრეთვე, ორმოები, სარეგვავები [სარეჯგველები]; საწამლავი, ასაფეთქებელი საშუალებები;

ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე  მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა; სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების გამოყენება; თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება და ა.შ.

 

ნადირობა აკრძალულია:

სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, – სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.

 

ნადირობის აკრძალული მეთოდები:

მცენარეული საფარის დაწვა;
გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;
ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;

ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;

სტიქიური უბედურებების დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლების, ასევე, სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება, ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში.

 ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით / ვადები / გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები;

სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ;

წყალმცურავი ფრინველებზე ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა:

  1. 1. Anser anser  რუხი ბატი11 -01.03 – 5 ცალი
    2. Anas strepera  რუხი იხვი  01.11 – 01.03 – 3 ცალი
    3.  Anas crecca  ჭიკვარა (სტვენია იხვი)  01.11 – 01.03 – 5 ცალი
    4.  Anas platyrhynchos  გარეული იხვი  01.11 – 01.03 – 6 ცალი
    5.  Anas querquedula  იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)  01.11 – 01.03 – 3 ცალი
    6.  Anas clypeata  ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი  01.11 – 01.03 – 3 ცალი
    7.  Fulica atra  მელოტა  01.11 – 01.03 – 6 ცალი
    8 . Anas acuta  კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი  01.11 – 01.03 – 3 ცალი
    9.  Anas penelope  თეთრშუბლა იხვი  01.11 – 01.03 – 6 ცალი
    10 . Anser albifrons  დიდი თეთრშუბლა ბატი  01.11 – 01.03 – 5 ცალი
    11.  Aythya ferina  წითელთავა ყვინთია  01.11 – 01.03 – 3 ცალი
    12 . Aythya fuligula  ქოჩორა ყვინთია  01.11 – 01.03 – 5 ცალი

წყალმცურავი ფრინველებზე ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე

  1. 1. Anser anser  რუხი ბატი09 – 31.12 – 3 ცალი
    2 . Anas strepera  რუხი იხვი 10.09 – 31.12 – 2 ცალი
    3 . Anas crecca  ჭიკვარა (სტვენია იხვი)  10.09 – 31.12 – 3 ცალი
    4 . Anas platyrhynchos  გარეული იხვი  10.09 – 31.12 – 5 ცალი
    5 . Anas querquedula  იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)  10.09 – 31.12 – 2 ცალი
    6  .Anas clypeata  ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი  10.09 – 31.12 – 2 ცალი
    7  .Fulica atra  მელოტა  10.09 – 31.12 – 5 ცალი
    8  .Anas acuta  კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი  10.09 – 31.12 – 2 ცალი
    9 . Anas penelope  თეთრშუბლა იხვი  10.09 – 31.12 – 3 ცალი
    10.  Anser albifrons  დიდი თეთრშუბლა ბატი  10.09 – 31.12 – 3 ცალი
    11.  Aythya ferina  წითელთავა ყვინთია  10.09 – 31.12 – 2 ცალი
    12 . Aythya fuligula  ქოჩორა ყვინთია  10.09 – 31.12 – 3 ცალი

სხვა ფრინველები:

  1. 1. Scolopax rusticola  ტყის ქათამი10 – 01.03 – 5 ცალი
    2 . Gallinago gallinago  ჩიბუხა აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე – 5 ცალი
    3 . Coturnix coturnix  მწყერი  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე – 20 ცალი
    4 . Columba palumbus  ქედანი  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე – 10 ცალი
    5  .Columba livia  გარეული მტრედი  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე – 10 ცალი
    6 . Columba oenas  გულიო (გვიძინი)  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი
    7.  Streptopelia turtur  ჩვეულებრივი გვრიტი  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე – 10 ცალი
    8 . Crex crex  ღალღა  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე – 5 ცალი
    9  .Lymnocryptes minimus  ჩიბუხელა (გარშნეპი)  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე – 5 ცალი

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით, ნადირობის სეზონის ფარგლებში, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ  მთელი საქართველოს მასშტაბით.

მოქალაქეებმა კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს – 153. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი რეგიონული სამმართველო მყისიერ რეაგირებას მოახდენს,“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები