გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მე-15 ეტაპი დაასრულა

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეთხუთმეტე ეტაპი დაასრულა”, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
​მათივე ცნობით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კვლევები მიმდინარე წელს საქართველოს 25 ქალაქში ჩატარდა. კვლევების ფარგლებში აზოტის დიოქსიდის, ოზონისა და ბენზოლის შემცველობა განისაზღვრა.
“კვლევების შედეგად აზოტის დიოქსიდის ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში 11 წერტილში, ბათუმში 2 წერტილში, ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურისა და რუსთავის თითო-თითო წერტილში.
რაც შეეხება ოზონისა და ბენზოლის შემცველობას – ნორმაზე გადაჭარბება არცერთ წერტილში დაფიქსირებულა.
​გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაძლიერება და ჰაერის დაბინძურების წყაროების დადგენა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს მუშაობა მონიტორინგის ქსელის გაფართოებაზე. ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით 120 ინდიკატორული გაზომვა განხორციელდა. კვლევები მიმდინარე წელს კვლავ გაგრძელდება”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები