გარეწრობასაც მეგონა საზღვარი ქონდა – ეგეც უსაზღვრო ყოფილა! – ნინული ქავთარაძე:

 – “ჯერ სკოლებიდან გააგდეს ეკლესია (მოიგონეს ათასგვარი სისულელე), მერე სახელმწიფო დაწესებულებებს შეუტიეს – ხატები რატომ გიდევთ სამუშაო მაგიდებზე – სახლში ილოცეთ თუ ეგრე ძალიან გინდათო, მერე სააღდგომო ლიტურგია არ გაუშვეს პირდაპირ ეთერში, მერე ლგბტ პრაიდი დაანონსეს, მერე სკოლებში შევიდნენ (არაფომალური განათლების ეგიდით) და ბავშვებს დაწყებით კლასებში სასქესო ორგანოებზე და სიამოვნების წერტილებზე ელაპარაკებოდნენ, მერე პრეზერვატივებზე სიწმინდეები, ბაგრატოვანთა გერბი და ქართლის დედა დახატეს, მერე ეგეც არ იკმარეს და ნარკოტიკების ლეგალიზეცია მოითხოვეს…… კორონა დაიწყო და ეკლესიებს შეუტიეს, ზიარების სიწმინდე და ძალა ეჭვ ქვეშ დააყენეს და მრევლი მოღალატე ეგოისტებად შერაცხეს, სამღვდელოება და პატრიარქი ლანძღეს…. ეხლა გარეჯის კომპლექსის ნაწილის გასხვისებას აპრავებენ და გამპრავებლების გმირებად წარმოჩენას ცდილობენ …..
იცით რას ნიშნავს ღირსება და ღვთის სიყვარული? იცით რა ფასი აქვს წარსულ საუკუნეებს რომ დავანებოთ თავი თუნდაც ჩვენს დროში სამშობლოსთვის დაღუპული გმირის სისხლს? მის სიცოცხლეს? იცით ღვთისმშობლისა და მაცხოვრის კვართის ქონა რა ძალააა?
რუსებს მეფის რუსეთის დროს საქართველოდან სიწმინდეები გაჰქონდათ და რაც მოასწრეს გაზიდეს, წმინდა ნინოს გადასვენებაც კი სცადეს რუსეთში (ღმერთი ჩაერია – იქვე განუტევა სული მსურველმა)….ეხლა ჩვენით ვარიგებთ, გამყიდველები არ გავკლია …. სახეზე არიან თან უტიფრად რომ გვმოძღვრავენ ….. ასე უნაწილებენ მეზობლებს სისხლით გაჟღნთილ ქართულ მიწას სალოცავებიანად….. არ შეგერგებათ და არ შეგრჩებათ თქვე არარაობებო…..
პატრიარქს კორონა აქვსო ყოფილმა მღვდელმა კობახიძემ – ეტყობა ნაოცნებარი აღმოხდა…. კარგადაა პატრიარქი და კორონაც არა აქვს, გარეჯის თემაც დალაგდება მაგრამ ამდენ ნაძირალას რა ეშველება …..
ლუსტრაციის ჟამი მოდის – გამოდით გიცანით…. ათვლა დაიწყო დაიმალეთ”
–  წერს ნინული ქავთარაძე
კომენტარები