„გარეჯის ტერიტორია ძვირფასია სახელმწიფოებრივი, მაგრამ არა სულიერი თვალსაზრისით” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

-„მძი­მე რა­მეს გე­ტყვით, მაგ­რამ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ესაა. გეტ­კი­ნე­ბათ, მაგ­რამ სუ­ლი­ე­რად წინ წახ­ვალთ. შე­იძ­ლე­ბა მე ჩამ­ქო­ლოთ, მაგ­რამ თქვენ გან­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით. გე­ტყვით, რომ ნამ­დვი­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­ძღვრე­ბის ანუ სა­ხა­რე­ბის იმ ჭეშ­მა­რი­ტი რჯუ­ლის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც ქრის­ტემ მოგ­ვცა, არ­ცერთ არც ტა­ძარს, არც მო­ნას­ტერს, არც მათ ნან­გრე­ვებს, არც მთას და არც მი­წას არ გა­აჩ­ნია არა­ვი­თა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის ანუ ჩვე­ნი ცხო­ნე­ბის საქ­მე­ში.

პირ­და­პირ გვე­უბ­ნე­ბა ახა­ლი აღ­თქმა: ”უფა­ლი ხე­ლი­თქმნილ ტაძ­რებ­ში როდი მკვიდ­რობს” (საქ. 17,24) გეს­მით? ახა­ლი აღ­თქმა, პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი ამ­ბობს, რომ ღმერ­თი არ ცხოვ­რობს რკი­ნა-ბე­ტო­ნის შე­ნო­ბა­ში. მაშ, სა­დაა იგი? დღეს და­ნა­ნე­ბით ვუს­მენთ ხოლ­მე, სა­დღაც და­უ­სახ­ლე­ბელ გა­და­კარ­გულ­ში ყო­ფი­ლი ტაძ­რის ნან­გრე­ვებს რომ მის­ტი­რი­ან და იმავდრო­უ­ლად ის არ აწუ­ხებთ, ღვთის სი­ტყვის მო­სას­მე­ნად, რომ არ იკ­რი­ბე­ბა ხალ­ხი მათ ქა­ლა­ქებ­ში. ნან­გრე­ვი რაში მა­დარ­დებს, როცა ქრის­ტეს მო­ძღვრე­ბის ელე­მენ­ტა­რულ სა­კი­თხებ­ზე წარ­მოდ­გე­ნა არა აქვს ხალ­ხს და ასე გა­დის მათი ცხოვ­რე­ბა. ეკ­ლე­სი­ის­თვის, ღვთის წი­ნა­შე ესაა მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა და არა გრან­დი­ო­ზუ­ლი ტაძ­რე­ბი, ტაძ­რის ნან­გრე­ვე­ბი, მღვი­მე­ე­ბი, სა­ზღვრე­ბი თუ მი­წე­ბი.

გეკ­თხე­ბით: რაში მჭირ­დე­ბა ტაძ­რის ნან­გრე­ვის აღ­დგე­ნა და­უ­სახ­ლე­ბელ სო­ფელ­ში, სა­დაც არა­ვინ ცხოვ­რობს თუ ჯერ იქ, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად ცხოვ­რობს და კვდე­ბა მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი, ღმრთის ნამ­დვი­ლი ტა­ძა­რი – ადა­მი­ა­ნი არ ავა­შე­ნე?! ადა­მი­ა­ნია ღმრთის ტა­ძა­რი – ”განა არ იცით, რომ ღვთის ტა­ძა­რი ხართ თქვენ და ღმერ­თის სული მკვიდ­რობს თქვენ­ში?” (1 კორ. 3,16)ახლა მო­შურ­ნე­ნი ამ­ბო­ბენ: ის ნან­გრე­ვი ძვირ­ფა­სია, რად­გან ის წმინ­და­ნი იქ ეწა­მაო ან ის მიწა ძვირ­ფა­სია, რად­გან იქ იმ წმინ­და­ნის სის­ხლი და­იღ­ვა­რაო და ა.შ.

გე­კი­თხე­ბით, ვისი სის­ხლია ქრის­ტეს სის­ხლზე უფრო მეტი? სა­დაა ტა­ძა­რი სა­დაც ის ქა­და­გებ­და? სა­დაა სახ­ლი, სა­დაც ის ცხოვ­რობ­და? სა­დაა გოლ­გო­თა, სა­დაც ის ჯვარს ეცვა? ან სა­დაა ქრის­ტეს სხე­უ­ლი? და­ფიქ­რე­ბულ­ხართ, რომ მისი ტა­ძა­რი აღარ არ­სე­ბობს, აღარც მისი სახ­ლია, გოლ­გო­თაც და მისი ქა­ლა­ქიც არაქ­რის­ტი­ა­ნებს ეკუთ­ვნით, ხოლო მისი სხე­უ­ლი ზე­ცა­შია. ასე ას­წავ­ლი­და უფა­ლი, იესო ქრის­ტე სა­მა­რი­ა­ში და ასე გვას­წავ­ლის ჩვენც: მოვა დრო, როცა არ­ცერთ ად­გილ­ზე აღარ იქ­ნე­ბა მი­ჯაჭ­ვუ­ლი უფ­ლის თაყ­ვა­ნის­ცე­მა, არა­მედ მო­ვი­და უკვე დრო, როცა ნამ­დვი­ლი მორ­წმუ­ნე­ნი სუ­ლით და ჭეშ­მა­რი­ტე­ბით უნდა სცემ­დნენ ღმერ­თს თაყ­ვანს (ინ. 4, 21-24). ამი­ტომ, თუ სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე სა­უბ­რობთ, ნუ­ღარ დას­დევთ მი­წებს, სა­ზღვრებს, შე­ნო­ბებს, ნან­გრე­ვებს და ა.შ. მთა­ვა­რია ჩვენ შე­ვიკ­რი­ბოთ წმინ­და რწმე­ნით, ქრის­ტეს სა­ხე­ლით და გვწამ­დეს, რომ ჩვენ შო­რი­საა უფა­ლი, გინ­დაც სა­ბძელ­ში იყოს ეს და გინ­დაც სარ­დაფ­ში, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, შე­ის­მენს უფა­ლი ჩვენ­სას. რწმე­ნაა მთა­ვა­რი.

გა­რე­ჯის ტე­რი­ტო­რია ძვირ­ფა­სია და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეროვ­ნუ­ლი, ქო­ნებ­რი­ვი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი, მაგ­რამ არა სუ­ლი­ე­რი თვალ­საზ­რი­სით. ვიცი, რომ ახლა, ამის წა­კი­თხვი­სას უმ­რავ­ლე­სო­ბა აღ­შფოთ­დით. მაგ­რამ ასე გვას­წავ­ლის სა­ხა­რე­ბა და ღვთის სი­ტყვას ჩვენ ვერ გა­ვამ­რუ­დებთ. და­უშ­ვე­ბე­ლია მი­წი­ე­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას ქრის­ტი­ა­ნო­ბით სპე­კუ­ლი­რე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა რწმე­ნის მეშ­ვე­ო­ბით. ეს არ მოგ­ვი­ტანს სი­კე­თეს.

ამ­ბო­ბენ: იქ 6000 ბერ­მა დაღ­ვა­რა სის­ხლიო. კი, ბა­ტო­ნო, ეწამ­ნენ რწმე­ნის­თვის, დი­დე­ბუ­ლი მო­წა­მე­ო­ბის მა­გა­ლი­თი დაგ­ვი­ტო­ვეს და წა­ვიდ­ნენ უფალ­თან, მათ და­ას­რუ­ლეს მათი მი­წი­ე­რი საქ­მე. ახლა, დღეს აქ დარ­ჩე­ნი­ლებს თუ გვეს­მის, რა გვწამს და ჩვენ თუ გავ­წი­რავთ თავს ქრის­ტეს რჯუ­ლის­თვის, ესაა მთა­ვა­რი და არა წარ­სუ­ლი, რო­მე­ლი­მე მიწა, სა­ზღვა­რი თუ ნან­გრე­ვი. სა­ზღვრე­ბის სა­კი­თხი სა­ხელ­მწი­ფოს მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი, სუფ­თად სა­ე­რო საქ­მეა და მას­თან სა­ერ­თო არა აქვს რწმე­ნას. ასე გვას­წავ­ლის წმინ­და წე­რი­ლი” – წერს დე­კა­ნო­ზი, თა­მაზ ლო­მი­ძე და­ვით­გა­რე­ჯის საკითხის შესახებ.

Tamaz Lomidze

შაბათს

მძიმე რამეს გეტყვით, მაგრამ ჭეშმარიტება ესაა. გეტკინებათ, მაგრამ სულიერად წინ წახვალთ. შეიძლება მე ჩამქოლოთ, მაგრამ თქვენ განთავისუფლდებით. გეტყვით, რომ ნამდვილი ქრისტიანული მოძღვრების ანუ სახარების იმ ჭეშმარიტი რჯულის მიხედვით, რომელიც ქრისტემ მოგვცა, არცერთ არც ტაძარს, არც მონასტერს, არც მათ ნანგრევებს, არც მთას და არც მიწას არ გააჩნია არავითარი ღირებულება მარადიული ცხოვრების ანუ ჩვენი ცხონების საქმეში. პირდაპირ გვეუბნება ახალი აღთქმა: ”უფალი ხელითქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრ

მეტის ნახვა

კომენტარები