გარკვეული დონით ყოველთვის იქნება, როგორც გრიპი ან ჩუტყვავილა – „მომავალ წელს კორონავირუსი ენდემურ დაავადებებად შეიძლება იქცეს, თუ აშშ-ში ვაქცინაციის…“-ენტონი ფაუჩი

მომავალ წელს კორონავირუსი ენდემურ დაავადებებად შეიძლება იქცეს, აშშ-ში ვაქცინაციის მაჩვენებელი თუ გაიზრდება. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი დოზები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამის მისაღწევად. ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

-„თუ გვსურს, კორონავირუსი ენდემური გახდეს, ინფიცირების იმდენად დაბალი დონე უნდა გვქონდეს, რომ მას არ ჰქონდეს გავლენა საზოგადოებაზე, ცხოვრებასა და ეკონომიკაზე. ადამიანები მაინც დაინფიცირდებიან, საავადმყოფოებშიც მოხვდებიან, მაგრამ დაინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის დონე იმდენად დაბალი იქნება, რომ ჩვენ ამაზე მუდმივად ფიქრი აღარ მოგვიწევს და ჩვენს საქმიანობაზეც გავლენას აღარ მოახდენს. აშშ ვაქცინის გამაძლიერებელ დოზებს ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის, ქვეყანამ ვირუსის გაკონტროლება 2022 წლის გაზაფხულისთვის შეიძლება მოახერხოს “, – აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კორონავიუსის აღმოფხვრა შეუძლებელია, სავარაუდოდ, ენდემური გახდება, – გარკვეული დონით ყოველთვის იქნება, როგორც გრიპი ან ჩუტყვავილა.

კომენტარები