გარკვეული ეჭვი მათი “შიშველთესლოვნებისა” ადრეც მქონდა! – ჯუმბერ კირვალიძე:

– “ამასწინათ, საქართველოში თხუთმეტმა პოლიტიკურმა პარტიამ ლგბტქი+ უფლებებზე პოლიტიკურ შეთანხმებას მოაწერა ხელი. მათი აზრით, საქართველოში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების(???!!!) გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებში არსებობდეს ერთიანი მხარდამჭერი პოზიცია – ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების ფუნდამენტური უფლებების შესახებ. Tbilisi Pride-მა სწორედ ამ მიზნით მიმართა 15 ძირითად ე.წ. პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, რაზედაც თანხმობა მიიღო. ხელმომწერებს შორის არიან:

– “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
– “ევროპული საქართველო”;
– “ლელო”;
– “სტრატეგია აღმაშენებელი”;
– “რესპუბლიკური პარტია”;
– “გირჩი”;
– “გირჩი – მეტი თავისუფლება”;
– “კანონი და სამართალი”;
– “პროგრესი და თავისუფლება”;
– “დროა”;
– “სამართლიანობისთვის”;
– “თავისუფალი დემოკრატები”;
– “რეფორმერი”;
– “ერთიანი საქართველო”;
– “გამარჯვებული საქართველო”;
▪“გირჩა” – (გრამატიკულად ასეა სწორი, და არა გირჩი. ფორმალურ ბოტანიკურ გამოყენებაში კი:”სტრობილი”), შიშველთესლოვანი მცენარეების სქესობრივი გამრავლების ორგანოა! (შიშველთესლოვანი მცენარეები, ლათინურად – Gymnospermae. – ასეთი მცენარეების თესლები წყვილწყვილადაა განლაგებული გირჩის ქერქლებზე და შიშვლად, დაუფარავად სხედან მათზე. შიშველთესლოვნებს მიეკუთვნებიან წიწვიანი მცენარეები: ნაძვი, ფიჭვი, სოჭი, ღვია, ლარიქსი, კედარი, კვიპაროზი, ურთხელი, ველვიჩია, გნეტუმი, ეფედრა და სხვა.)!
რამ გაახსენა ეს ამბავი… რამ გამახსენა და, სწორედ ამ 15 პოლიტპარტიის არსებობამ და მათმა ზევით აღნიშნულმა
მოქმედებამ, რომლებიც, თურმე “შიშველთესლოვანთა პოლიტმცენარეებს” მიეკუთვნებიან! თუმცა, გარკვეული ეჭვი მათი “შიშველთესლოვნებისა” ადრეც მქონდა, როცა ვინმე ზურა ჯაფარიძემ საკუთარ სახელსა და გვარს შორის, შიშველთესლოვანთა გამრავლების ორგანო “გირჩი ჩაიკვეხა”!
ჰოდა, დანარჩენ 14 პარტიის ლიდერებსაც ცოტა მეტი დრო დაჭირდათ, რომ საკუთარი “შიშველთესლოვნება” ეღიარებინათ! უბრალოდ, ერთი ტექნიკური დეტალი დარჩა ამის დასადასტურებლად, ის რომ, ზურა “გირჩი” ჯაფარიძის მსგავსად, დანარჩენმა ლიდერებმაც საკუთარ სახელსა და გვარს შუა სხვა შიშველთესლოვან მცენარეთა სახელები “ჩაიმატონ”!
ასე, მაგალითად:
– ნიკა “სოჭი” მელია;
– გიგა “ნაძვი” ბოკერია;
– მამუკა “ფიჭვი” ხაზარაძე;
– გიორგი “ღვია” ვაშაძე;
– ხათუნა “ველვიჩია” სამნიძე;
– თაკო “ეფედრა” ჩარკვიანი;
– ელენე “ლარიქსი” ხოშტარია;
– ცეზარ “კედარ” ჩოჩელი და კახა “კვიპაროზ” ოქრიაშვილი;
– ირაკლი “ურთხელ” ოქრუაშვილი და ა. შ. – ყველა სხვა ჩამოთვლილმა “შიშველთესლოვანმა”!!!” – წერს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე
კომენტარები