გასვლა საბჭოთა ზონიდან. ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავი

ბერლინის კედელი 28 წელზე ოდნავ დიდხანს არსებობდა 1961 წლის 13 აგვისტოდან 1989 წლის 9 ნოემბრამდე, მაშასადამე გერმანიამ და ევროპამ ამ კედლის გარეშე უფრო მეტხანს იცხოვრეს, ვიდრე მასთან  ერთად. დიდი ხნის მიუხედავად, ბერლინის კედელი მაინც რჩება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის მთავარ სიმბოლოდ. ოდესღაც შუაზე გაყოფილი ბერლინის მცხოვრებთათვის კი ეს კედელი იყო არა სიმბოლო, არამედ ცხოვრების ძალიან კონკრეტული გარემოება.

კედელი 1961 წლის 13-14 აგვისტოს ღამით აღიმართა. ქალაქი ცოცხლად გადაჭრეს ორ ნაწილად. თავდაპირველად კედლის ადგილას ეკლიანი მავთულხლართები გააბეს, 15 აგვისტოდან კი თანდათან ჩაანაცვლეს ბეტონისა და ქვის კონსტრუქციებით. მეტროში გაჩნდა სადგური-მოჩვენებები, სადაც მატარებლები აღარ ჩერდებოდნენ.  ისინი, ვინც კედლის მიმდებარე ქუჩაზე ცხოვრობდნენ, გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ, ჯარისკაცებმა, ფაქტობრივად ამოლესეს დასავლეთისკენ მდებარე მათი სახლების ფანჯრები, სადარბაზოებში მორიგეობდნენ მესაზღვრეები, რომლებიც ამოწმებდნენ მიმსვლელ-წამსვლელის დოკუმენტებს.

ზოგიერთ ადგილას ფორმალურად საზღვარი გადიოდა ტროტუარსა და ფასადს შორის – აქ კარებიც თითქმის ამოქოლეს. პირველ ხანებში, როცა ჯერ კიდევ იყო შესაძლებლობა, ხალხი გარბოდა დასავლეთ ბერლინში, სახურავებიდან და ფანჯრებიდან ზეწრებით ეშვებოდნენ საზღვრის იქით, ვიღაც წარმატებით, ვიღაც კი სასიკვდილო დასასრულით. 28 წლის მანძილზე მრავალი ბერლინელი შეეწირა ამ კედლის გადალახვის სურვილს.

1989 წლის 9 ნოემბერს კი მკვლელი კედელი ცოცხლად დარჩენილმა ბერლინელებმა სამუდამოდ დამარხეს სულ რამდენიმე საათის განმავლობაში.

წყარო: kommersant.ru

კომენტარები