“გასული ხუთი წლის საეკლესიო მედიის მონიტორინგი გავაკეთე, წინა წლების მანამდე მქონდა გაკეთებული, რამდენიმე თვის განმავლობაში ვეცნობოდი მეუფე მამაოების ინტერვიუებს, ქადაგებეს, ვიდეოებს, სტატიებს.”-ბასილ კობახიძე:

ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს-

 

“გასული ხუთი წლის საეკლესიო მედიის მონიტორინგი გავაკეთე, წინა წლების მანამდე მქონდა გაკეთებული, რამდენიმე თვის განმავლობაში ვეცნობოდი მეუფე მამაოების ინტერვიუებს, ქადაგებეს, ვიდეოებს, სტატიებს. არცერთი არ გამომიტოვებია. ჯანმრთელობა სერიოზულად შემერყა, ორჯერ სასწრაფო იყო. ექიმმა მითხრა ოღონდ მაგათ ქადაგებებს თავი დაანებე და თუ გინდა დღეში ექვსი კოლოფი პაპიროსი მოსწიეო. ვაპირებდი შედეგები ბროშურის სახით გამომეცა, მაგრამ დასკვნა ძალიან პატარა და მარტივი გამოვიდა. ჩვენი ეკლესიის სამღვდელოება არის სრული კატასტროფა, არ მინდა ის რუსული უცენზურო სიტყვა ვიხმარო, რომელიც მაგათ მდგომარეობას ზუსტად გამოხატავს. გინდა ახლაგაზრდა თაობის მამაო იყოს და გინდ ჩემი თაობის. სამწუხაროდ მაგათ არაფერი ეშველებათ, სულ ტყუილია რაღაც საეკლესიო რეფორმებზე, საგანმანათლებლო პროექტებზე საუბარი. როცა ასეთი სამღვდელოებაა რეფორმა აბსოლუტურად შეუძლებელია და არანაირაი აზრი არ აქვს. მე მხოლოდ შემიძლია გავიმეორო კათოლიკოს- პატრიარქ კირიონ საძაგლიშვილის სიტყვები, რომლითაც მან ქართველ სამღვდელოებას მიმართა: ”ოცი წლის განმავლობაში დაშორებული ვიყავი სამშობლოს, შორიდან თვალს გადევნებდით, ვფიქრობდი, რომ ამ ხნის განმავლობაში თქვენ საკმარისად შეიგენით საქვეყნო მოვალეობა, მაგრამ როგორც ახლა ვრწმუნდები, თქვენ უფრო დაქვეითებულხართ და დაქსაქსულხართ. თუ ხელახლა დაიბადებით, თორემ სხვამხრივ თქვენი გამობრუნება შეუძლებელია”-წერს ბასილ კობახიძე

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები