გაუგონარი გეგმა: ციხიდან 75 პატიმარი გაიქცა

პარაგვაის ქალაქ პედრო-ხუან-კაბალიეროს ციხიდან, რომელიც ბრაზილიის საზღვართან ახლოს მდებარეობს, 75 პატიმარი გაიქცა.
როგორც Reuters იუწყება, გაქცეულთა შორის არიან ერთი უმსხვილესი ბრაზილიური კრიმინალური დაჯგუფების Primeiro Comando da Capital (PCC) წევრები, რომლებმაც შეიძლება უკვე გააღწიეს ქვეყნიდან და სამშობლოში არიან.
ცნობილი გახდა, რომ პატიმრებმა ციხიდან გააღწიეს მათ მიერვე წინასწარ გაჭრილი გვირაბით. სავსებით მოსალოდნელია, რომ დაგეგმილ გაქცევაზე საქმის კურსში იყო ციხის ხელმძღვანელობა – გვირაბი დიდხნის მანძილზე მზადდებოდა.
პარაგვაის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ციხის დირექტორი და მისი ექვსი ქვეშევრდომი უკვე გაათავისუფლეს თანამდებობებიდან, მათ მიმართ მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: reuters.com

კომენტარები