„გაუპატიურების ფაქტის გაგების შემდეგ არასრულწლოვანს ბიძები ფიზიკურად გაუსწორდნენ“- გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა

ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, გარდაცვლილი, 14 წლის გოგონას დედა თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. შვილის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.

-„23 წლის მამაკაცმა არასრულწლოვანი პირველად ზაფხულში გააუპატიურა, ძალადობის შესახებ  დეკებერში გავიგეთ, როდესაც ძალადობა მეორედ მოხდა.მისი დედ-მამა ტყუილად აფარებს ხელს.

სანამ ბავშვი დაიღუპებოდა, წინა დღით მელაპარაკა, ვამზადებდი საბუთებს, – თურქეთში წამეყვანა, ბედნიერი იყო ბავშვი, უხაროდა, შენთან წამოვალ და ერთად-ვიქნებითო, უ მაგრამ, მეორე დღეს რა მოხდა? ეს რატომ გააკეთა? არ ვიცი”, – ამბობს გარდაცვლილი გოგონას დედა.

მეზობლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, ოჯახმა ძალადობის შესახებ როცა გაიგო, არასრულწლოვანს სახლში სცემდნენ.

-„ბაბუას შვილიშვილი არასდროს უცემია, მაგრამ პოლიციაში სანამ წაიყვანეს, უმოწყალოდ სცემეს საკუთარმა ბიძებმა.

ექსპერტიზას უთქვამს, ზურგი, ფეხები,- ბავშვს ცემისგან ყველაფერი დაშავებული ჰქონდა. შემდეგ  წაიყვანეს პოლიციაში, მანქანაში ემუქრებოდნენ, თურმე, ნათესავები, – ჩვენზე არაფერი თქვა, თორემ მოგკლავთო. ამ  ყველაფერს ბავშვმა მომიყვა”, – ამბობს “ტვ 25”-თან გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა.

გოგონას გარდაცვალების შემდეგ, შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, პოლიციამ ქობულეთში 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.

კომენტარები