Live Button Live
მთავარი გვერდი » გაურკვევლობასა და შიშშია დღეს ქართველი ერი! – მამუკა კარტოზია:

გაურკვევლობასა და შიშშია დღეს ქართველი ერი! – მამუკა კარტოზია:

მიერ zaza
A+A-
გადატვირთვა

მამუკა კარტოზია:

…საკუთარ თავს თუ არ უარყოფ და საკუთარი ჯვრით არ შეუდგები ქრისტეს და არ დაიმდაბლებ თავს უფლის წინაშე –  არაფერი გვეშველება მანამდე როცა გაიგებ რაოდენ ვუყვარვართ უფალს და როგორ ვპასუხობთ თავად… დაიტანჯები მოყვასთა უსიყვარულობით. თევზი თავიდან ყარს! ერის ცოდვა და უბედურება ჯერ სულიერ მოძღვრებს ეკითხებათ და ბრმა წინამძღოლის მიმდევარს რაც მოსდის– ის მოგვივიდა ჩვენც.

მერცხალს არ მოყავს გაზაფხული – გაზაფხულს მოყავს მერცხალი.

დაე, როგორც განვსჯი, ისე განვისაჯო..

გაურკვევლობასა და შიშშია დღეს ქართველი ერი. ღმერთმაც ლამის ზურგი შეგვაქციოს უძღებ შვილებს. ეშმაკის ბანგით დაძინებულებს “ოცნებებით” გვკვებავენ. ხომ გვითხრა ღმერთკაცმა ფარისეველთა საფუარს არ გაეკაროთო!!!

თუ კაცის არ გეშინიათ უფლის მაინც გერიდებოდეთ. ღმერთმა მოსახმარად კი არ მოგვცა საქართველო, არამედ მოუარეთ, უპატრონეთ, გულში ჩაიკარით სიყვარულით და მე მოგცემთ დოვლათს, ბარაქასა და მშვიდობასო.

ვაგლახ, რა მართალია სიტყვა მართალი…. უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო.

სანამ არ მივუტოვებივართ უფალს საბოლოოდ და არ უთქვამს— არ მიცნობთ და არ გიცნობთ!!! იმედი ხომ ბოლოს კვდება??

მსგავსი სიახლეები