გაფართოვდება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეები საქართველოში საჰაერო საზღვრის გადაკვეთით ჩამოსვლას მხოლოდ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეუძლიათ

გაფართოვდება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეები საქართველოში საჰაერო საზღვრის გადაკვეთით ჩამოსვლას მხოლოდ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეუძლიათ.

-„საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, -იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით პირველი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები