„გაყალბება არავის შერჩენია, არც ,,ქართულ ოცნებას” შერჩება“ – ირმა ინაშვილი

-„გაყალბება არავის შერჩენია, არც ,,ქართულ ოცნებას” შერჩება. პარტიის ლიდერის გარეშე არაფერი ხდება.

ჩვენი ათიათასობით ხმა მიიტაცა ,,ქართულმა ოცნებამ”, სწორედ ამ კობახიძეებს და მდინარაძეებს, დღეს რომ გგონიათ, ცხენზე სხედხართ, სხვა რამეზე გადასხდებით, ამას ქართველი ხალხი გააკეთებს. არ ვაპირებთ გაჩერებას და დანებებას. ის რაც ხდება, არ ხდება ბიძინა ივანიშვილის გარეშე, არ ველოდი, ივანიშვილი იქნებოდა ასეთი უსამართლო კაცი, ჩემ ცხოვრებაში არ მინახავს მასზე უფრო უსამართლო ადამიანი და ძალიან მტკივა გული ამ სამწუხარო აღმოჩენის გამო.

არჩევნები გაყალბდა ამ ქვეყანაში, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. არჩევნები ყალბდებოდა არჩევნებამდე, როცა მიდიოდა ამომრჩევლის მოსყიდვა”, – განაცხადა ,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა. 

კომენტარები