გაშვილებული ტყუპები ერთმანეთს თელავის საგამოცდო ცენტრში გადაეყარნენ -„Imedinews“ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

ლუკა კულულაშვილი გამოცდას გუშინ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებდა.

გამოცდის დაწყებამდე მას თანაკლასელებმა უთხრეს, რომ ერთი ახალგაზრდა ძალიან ჰგავდა და ურჩიეს თანატოლი თავად ენახა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ ტყუპების – ლუკა კულულაშვილისა და ლევან მართაშვილის შეხვედრა ძალიან ემოციური იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ორივე მათგანი სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს და ძმები ერთმანეთს წლების შემდეგ მაინც შეხვდნენ.

წყარო: https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/153049/gashvilebuli-tkupi-dzmebi-ertmanets-tslebis-shemdeg-telavis-sagamotsdo-tsentrshi-shekhvdnen

 

 

კომენტარები