“გაცოფებული ვარ. ძაღლს ვასეირნებდი ახლა და მომვარდა (არ ვიცი რა ჯიში იყო) 20 კილოიანი ძაღლი. ჩემი 3 კილოიანი იორკი კინაღამ დამეხრჩო”-ეკა კვესიტაძე:

ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს-

“გაცოფებული ვარ. ძაღლს ვასეირნებდი ახლა და მომვარდა (არ ვიცი რა ჯიში იყო) 20 კილოიანი ძაღლი. ჩემი 3 კილოიანი იორკი კინაღამ დამეხრჩო, იმიტომ რომ შოკისგან საბმელით ავიყვანე, რომ არ ეკბინა. მერე ეს ძაღლი მე შემომახტა, დამკაწრა და ასე ეპოტინებიდა დობის. პატრონი – ვიღაც ქალი, სრულიად უტიფარი და უპასუხისმგებლო მეუბნება, ნუ ყვირიხართ ყურები მეტკინა, დედისტოლა ქალი ვარო (რუსულენოვანი ჩანართებით). გვერდით კაცი მიყვებოდა საბმელით ხელში, რომელმაც მშვიდად გააგრძელა გზა და არც შემობრუნებულა, სანამ ამ ქალმა ბოლოსდაბოლოს არ დაუძახა, მოდი საბმელი მომიტანეო. (სიტყვას არ ვამეტებ) ძალიან მინდა ეს ქალი გამოჩნდეს, გავიგო ვინ არის (ვერაზე, ბარნოვზე მოხდა ეს ამბავი) რომლისნაირი უტიფარი მართლა არავინ მინახავს და აუცილებლად ვუჩივლებ სასამართლოში. აუცილებლად! პრეცედენტი უნდა შეიქნას ამ ქვეყანაში! მას შემდეგ, რაც ძაღლმა ქალი დაგლიჯა, უკვე მეორედ შემხვდა უსაბმელო აგრესიული ( პატრონი რომ მოსიყვარულედ ასაღებს) ძაღლი წარმოუდგენლად უპასუხისმგებლო პატრონებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia თბილისის მერია / Tbilisi City Hall მიხედეთ ამ პრობლემას თუ კიდევ მორიგ ფატალურ შემთხვევას ელოდებით! წარმოდგენაც არ მინდა, რომ ბავშვებს მარტო ყოლოდათ გაყვანილი ძაღლი”-წერს კვესიტაძე

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები