„გაწიეთ ეს კაცი ეკრანებიდან, წარმოუდგენელია უკვე ამის იდიოტიზმი”- ნიკა გვარამია

-„და ვისაც უცხოეთიდან ბლატით არ გვიგზავნიან, “სპეკულიანტებთან” სად იღება, ლოტკინზე თუ კულაშში?

ps საქართველოს მთავრობა, გაწიეთ ეს კაცი ეკრანებიდან, მარაზმი აქვს და ვეღარ ხვდება, რისი თქმა შეიძლება და რისი არა. ვერც ხვდება, ამ ტექსტით ათასობით უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს და ყველა დანარჩენსაც რომ დასცინის. დასცინის ის, ვინც უნდა ამხნევებდეს და იმედს აძლევდეს. წარმოუდგენელია უკვე ამის იდიოტიზმის სმენა, გინდა არაპროფესიონალურის და გინდა ამორალურის,”- წერს „მთვარი არხის” გენერალურ დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ მდგომარეობის დამძიმების შემდეგ პრეპარატი „რემდესივირი“ საკუთარ თავზე გამოსცადა.  პრეპარატი მას უცხოეთიდან გამოუგზავნეს.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა.

კომენტარები