„გახარიამ ტყუილები ილაპარაკა და „ევროპული საქართველო“ არ შეარჩენს არც ერთ ტყუილს“

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა:

„გახარიამ ტყუილები ილაპარაკა და „ევროპული საქართველო“ არ შეარჩენს არც ერთ ტყუილს.

საპარლამენტო გამოსვლის დროს გიორგი გახარიამ არ ახსენა უკრაინა. უკრაინასთან საქართველოს ბედი დღეს ფუნდამენტურად არის გადაჯაჭვული, რადგან უკრაინაზე გადის, არა მხოლოდ საქართველოს ბედი, არამედ ევროპის უსაფრთხოების ბედი.

უკრაინის არ ხსენება ამ ტრიბუნიდან, არის ცალსახად რევერანსი პუტინის მიმართ. პუტინმა შეიძლება აიტანოს ეს რიტორიკა, გახარიას მიმართ,რადგან იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის პირობებში საქართველოს სვლა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ პრაქტიკულად გაჩერებულია. პუტინი აიტანს თუნდაც ნატო-ს და ევროკავშირის ხსენებას, მაგრამ უკრაინის არ ხსენება, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნების“ დროს უმდაბლეს დონეზეა კონტაქტი კიევსა და თბილისს შორის, ეს არის ცალსახა განაცხადი და რევერანსი პუტინის მიმართ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არის პუტინის მსახური რეჟიმი“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჩვენ თუ ავიღებთ მეორე კვარტლის მონაცემებს, ის ადასტურებს სრულიად საპირისპიროს, რაც ბატონმა გახარიამ ილაპარაკა. კერძოდ, ქვეყანაში თვითდასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა. ქვეყანაში არის უპერსპექტივობის განცდა და ადამიანებმა სამუშაოს შოვნის იმედი დაკარგეს. ჩვენ ამ ტრიბუნიდან კიდევ ბევრ ტყუილს მოვისმენთ, მაგრამ „ევროპული საქართველო“ არ შეარჩენს არც ერთ ტყუილს, რადგან ეს არის ადამიანი, რომელსაც არა უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს ქვეყნის მართვაზე, არამედ არის ქრონიკული მატყუარა. „ევროპულმა საქართველომ“ საზოგადოებას უკვე მკაფიოდ დაანახა გიორგი გახარიას სახე. ის არანაირი სახელმწოფოს ხერხემალი არ არის. ის არის ერთი გაფუყული მატყუარა“.

 

კომენტარები