„გახარიას და მის თანაგუნდელებს აუცილებლად დაიჭერენ, სულ ცოტა პარტიას“-შალა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალა ნათელაშვილმა განაცხადა:

-„ბატონი გახარია ასეთ პასუხებს თუ გააგრძელებს, მას და მის თანაგუნდელებს აუცილებლად დაიჭერენ, სულ ცოტა პარტიას დაუშლიან, ისევე როგორც თავის დროზე ნოღაიდელს გაუკეთეს. პირდაპირ დარტყმებზე თუ არ გადავიდა, რეჟიმის მეთაური კორუფციაში, სახელმწიფო შესყიდვაში, რეპრესიებში, ქვეყნის მითვისებაში , ყველა იმ უბედურებაში თუ არ ამხილა, რაც მან, როგორც პრემიერმა, ძალიან კარგად იცის, ასე მცირე სიმართლით სიარული, პირველ რიგში, მას  კისერს წაატეხინებს და პოლიტიკურ კარიერას ძალიან მალე დაამთავრებინებს.

მე ვრჩები ისევ იმ აზრზე, – ეს ფიგურა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის სარეზერვო ვარიანტია. დაინახეს, რომ მათ მოკავშირე ივანიშვილს პრობლემები შეექმნა, შესაძლოა, ძალაუფლება ვერ შეინარჩუნოს, ამიტომ მთელი თავიანთი რეზერვი გამოყარეს. ოლიგარქის გამწარება აქედანაც მოდის,  -პატრონებთან ცდილობს საკუთარი პოზიციის შენარჩუნებას იმიტომ, რომ კონკურენტი გამოუჩნდა. ივანიშვილმა თქვა, –  არამარტო პარტიის, სამშობლოს ღალატი იყოო, ასეთ ფრაზებს იყენებდნენ სწორედ ბოლშევიზმის დროს, როდესაც რეპრესიებს ახორციელებდნენ თავის თანაპარტიელებზე. ლენინის პოლიტბიურო გადაცხრილა სტალინმა მთლიანად და ყველას საფუძველი სახელმწიფო ღალატი იყო. ეს ტრადიცია ახლაც უცვლელად გრძელდება. დაპირისპირება თანამებრძოლებს, თანამზრახველებს შორის პოლიტიკაში კიდევ უფრო სასტიკია, უფრო საშინელი ანგარიშსწორებით მთავრდება. მე რა უნდა დამიპირისპირდნენ, იციან ჩემი მტერია, მაგრამ იქ, შიგნით ეს

გრძნობები ძალიან გამძაფრებულია, გვაგონებს ცოლ-ქმარი რომ იყრება, იქ ატეხილ ისტერიკას და სიძულვილს“.
კომენტარები