გახარიას მხარდასაჭერად საიტი შეიქმნა

ინტერნეტ სივრცეში ახალი საიტი www.argadadge.ge გაჩნდა, სადაც მოქალაქეებს გიორგი გახარიას მხარდაჭერისკენ და პეტიციაზე ხელის მოწერისკენ მოუწოდებენ.

“მეგობრებო, მოქალაქეებს, რომლებსაც მიგვაჩნია რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მხოლოდ ზიანს მოუტანს ქვეყანას, გამოვხატოთ საკუთარი პოზიცია ხელმოწერით და ვანახოთ ჩვენი ხმა საზოგადოებას.” – ეს წარწერა გამოდის საიტის გახსნისას

უცნობია ვინ არის საიტის ადმინისტრატორი და ვისი იდეა იყო მსგავსი საიტის შექმნა.

კომენტარები