„გახარიას ფოტოს დალაიქების დროს მარცხენა თვალი ხომ არ გეწვით“ – გიგა მაქარაშვილი

-„გახარია-თვალთხარიას გამოსამშვიდობებელი ფოტოს დალაიქების დროს მარცხენა თვალი ხომ არ გეწვით მაკოსავით, გიორგისავით? ან იქნებ კობა ლეთოდიანივით ორივე თვალის ბადურა გეშლებათ?გახარია-თვალთხარიას გამოსამშვიდობებელი ფოტოს დალაიქების დროს გულის არეში ტკივილს ხომ არ გრძნობთ, ია კერძაიას რომ ქონდა სიკვდილის წინ, იმ ტკივილს ვგულისხმობ?!გახარია-თვალთხარიას გამოსამშვიდობებელი ფოტოს დალაიქების დროს სპეცრაზმელის მოქნეული ხელჯოხის სიმწარეს ხომ არ გრძნობთ ბასიანში საცეკვაოდ მისული ასეულობით ახალგაზრდასავით?გახარია-თვალთხარიას გამოსამშვიდობებელი ფოტოს დალაიქების დროს ქვეყნის ღალატისთვის დაპატიმრებული კარტოგრაფებივით ხომ გენგრევათ (სამუდამოდ და გამოსწორების შანსის გარეშე?) ფსიქიკა?გახარია-თვალთხარიას გამოსამშვიდობებელი ფოტოს დალაიქების დროს გაღატაკებული ადამიანებივით უსუსურობის შეგრძნება არ გეუფლებათ?!არა ხო?მაშინ იცოდეთ:

თვალდასათხრელი, გულგასახეთქი, ღალატისთვის დასაჭერი, შიმშილით სიკვდილისთვის გასაწირი ადამიანები რომ გამოილევიან “აქეთ”, მერე “თქვენთან” მოვლენ და როცა თვალებს დაგთხრიან, გულებს დაგიხეთქავენ, უმიზეზოდ ქვეყნის ღალატს დაგაბრალებენ, ბოლო ქონებას წაგართმევენ…

დამცველიც არ გეყოლებათ!”, – წერს სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

გახარია-თვალთხარიას გამოსამშვიდობებელი ფოტოს დალაიქების დროს მარცხენა თვალი ხომ არ გეწვით მაკოსავით, გიორგისავით? ან იქნებ კობა ლეთოდიანივით ორივე თვალის ბადურა გეშლებათ?

კომენტარები