„გა­ხა­რია ცდი­ლობს თავი ისე მო­აჩ­ვე­ნოს, თით­ქოს, წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბის, ის ჩემი და­კა­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მისი უახ­ლო­ე­სი“-ნიკა მელია

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიას საქმეზე პროცესი რამდენიმე საათია, მიმდინარეობს.

ნიკა მე­ლი­ამ მო­სა­მარ­თლე ნინო ჩახ­ნაშ­ვილ­ს მი­მარ­თა:

-„თქვენც მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ იმის­თვის, რომ არ­სე­ბობთ, ენერ­გი­ას მაძ­ლევთ, ბრძო­ლის ჟინს მი­ათ­კე­ცებთ, ენ­თუ­ზი­აზმს მაძ­ლევთ, მო­ტი­ვა­ცია მეძ­ლე­ვა და მეძ­ლე­ვა, როცა ვიცი, რომ თქვენ არ­სე­ბობთ და არ­სე­ბობს ბა­ტო­ნი გუ­ლუ­აშ­ვი­ლის მსგავ­სი პრო­კუ­რო­რე­ბი.

ად­ვო­კა­ტე­ბის ეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა უსი­ტყვოდ უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს, სა­უ­ბა­რია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელ­ზე, რო­მელ­მაც თქვა, –  შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ავა­ლებ­და, აყალ­ბე­ბი­ნებ­და იმ საქ­მის ფარ­გლებ­ში მა­სა­ლებს, რო­მელ­ზეც მე აქ მო­მა­თავ­სეს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თქვენ საქ­მე­ზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნა გინ­დო­დეთ და ამ ადა­მი­ა­ნის და­კი­თხვის სურ­ვი­ლი არ გა­გიჩ­ნდეთ?..

ამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას თუ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებთ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნისთგის გა­სა­გე­ბი გახ­დე­ბა რას ემ­სა­ხუ­რე­ბით თქვენ და მე – რას. სა­ნამ თქვენ აქ იმ­სჯე­ლებ­დით ჩემ და­კა­ვე­ბა­ზე, იმ ადა­მი­ა­ნებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, პო­ლი­ტი­კურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ტა­ნი­ლი ჰქონ­და, –   სა­ტუ­სა­ღო­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. თქვენ თქვენ რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე უნდა იფიქ­როთ, ცოტა მო­მავ­ლის გად­მო­სა­ხე­დი­და­ნაც ხომ უნდა იმ­სჯე­ლოთ. კო­ბა­ხი­ძე რომ მოწ­მის სა­ხით არ და­ი­ბა­როთ და არ და­კი­თხოთ, ეს ხომ თქვენ რე­პუ­ტა­ცი­ას შე­ლა­ხავს? ამ საქ­მე­ზე ხომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა დად­გინ­დე­ბა?

ამ ადა­მი­ან­მა აღი­ა­რა, მე და გა­ხა­რია შე­თან­ხმე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, – მე­ლია უნდა დაგ­ვე­ჭი­რაო და ბო­ლოს გა­დათ­ქვაო, თქვენ კი­დევ გან­ჩი­ნე­ბა არ გქონ­დათ გა­მო­ტა­ნი­ლი. რა თქმა უნდა, ჩემს და­კა­ვე­ბა­ზე გა­ხა­რი­ა­საც ჰქონ­და მი­ცე­მუ­ლი თან­ხმო­ბა და კო­ბა­ხი­ძე­საც. ახლა რომ გა­ხა­რია ცდი­ლობს თავი ისე მო­აჩ­ვე­ნოს, თით­ქოს, წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბის, ის ჩემი და­კა­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი იმუ­ნი­ტეტს არ მო­მიხ­სნიდ­ნენ”.

კომენტარები