გახდომა სტიქიების მიხედვით

ჭარბწონიანობასთან ბრძოლის საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო. დღესდღეობით კი მთელს მსოფლიოში ჭარბწონიანობის პრობლემა, ცხოვრების ტემპის, გაფუჭებული ეკოლოგიის და სტრესული სიტუაციების ზრდასთან ერთად, საკმაოდ მწვავედ დგას.

ასტროლოგიურად შესაძლებელია იმ საუკეთესო დღეების გამოთვლა, როდესაც დიეტის დაწყება ნაკლებად რთული და მეტად ეფექტური იქნება.

ამ მხრივ საუკეთესო პერიოდები ამ როდესაც მთვარე მერწყულის ნიშანს გადის და როდესაც იგი დაღმავალ ფაზაშია.

19-ე საუკუნის ცნობილი მკურნალი სემუელ ტომსონი წერს: „სხეული ოთხი სტიქიისგან შედგება ცეცხლი, ჰაერი, მიწა და წყალი. ჯანმრთელობის მდგომარეობა ეს არის – ამ სტიქიათა სწორი განაწილება და ბალანსი; ასევე ავადმყოფობა – სტიქიათა უწესრიგობაში მოყვანის შედეგია“.

განვიხილოთ ოთხი ძირითადი სტიქია და მათთვის გასახდომი დიეტის დაწყების საუკეთესო პერიოდები:

  • ცეცხლის სტიქიის ნიშნებმა: ვერძებმა, ლომებმა და მშვილდოსნებმა სასურველია ან არ მიირთვან დილაობით ან შეამცირონ თავიანთი საუზმის ულუფა. დილა დღე-ღამის ის პერიოდია, რომელიც ცეცხლის სტიქიას განეკუთვნება. ამ დროს ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებმა ენერგია მეტი ენერგია კოსმოსიდან უნდა შეითვისონ და არა ხორციელი საკვებისგან. საკვების მაქსიმალური რაოდენობა კი სასურველია დღის 14 საათამდე მიიღონ. განტვირთვის დღეებისთვის კარგია მთვარის პირველი ფაზის პერიოდის არჩევა. ხანგრძლივი შიმშილობა კი მათთვის დაუშვებელია. საკვების რაციონი აუცილებლად უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ცილას. ცილებისა და ნახშირწყლების ერთად მიღება კი არ არის რეკომენდირებული. სასარგებლოა მარცვლეული კულტურები, ხილი და კენკრა. ტკბილეული, ცხარე კერძები, სოკო, ჩაი და ყავა კი გამოზომილადაა მისაღები.
  • ჰაერის სტიქიის ნიშნებმა: ტყუპებმა, სასწორებმა და მერწყულებმა კი საკვები დილას საუზმეზე გაძლიერებულად უნდა მიიღონ (8-10 საათამდე დროის მონაკვეთში). მათთვის მზის ჩასვლის შემდეგ მირთმევა არ არის რეკომენდირებული. გასახდომი დიეტის დასაწყებად სასურველია მთვარის ფაზის ბოლო პერიოდი აირჩიონ. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს მეტად წაადგებათ მჟავე და მარილიანი საკვები; ხოლო ცხარე კერძები ძალზედ მავნებელია. გასახდომი დიეტის დაცვისას მათ აუცილებელია რაციონში კარტოფილი, სოკო, კიტრი, ყაბაყი და ყავა შეამცირონ.
  • მიწის სტიქიის ნიშნებმა, რომლებიც არიან კუროები, ქალწულები და თხის რქები დილაობით, შუადღისას და საღამოს, მზის ჩასვლამდე მსუბუქად უნდა მიირთმევდნენ. გასახდომი დიეტის დასაწყებად მათ მთვარის მესამე ფაზა უნდა აირჩიონ. სასურველია შეზღუდული რაოდენობით მიიღონ კარაქი, რძე, თეთრი პური, მჟავეული და ტკბილეული. ძალზედ სასარგებლოა მაწონი, იოგურტი, კეფირი, ნებისმიერი ბოსტნეული, ბოლქვოვანი კულტურები, ტკბილი ხილი და კენკრა. ამ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენელ მოზარდებს, ნებისმიერი დიეტის დაცვის დროს, სასურველია მთვარის პირველ მეოთხედ ფაზაში გაძლიერებულად იკვებონ.
  • წყლის სტიქიის ნიშნები: კირჩხიბებო, მორიელები და თევზები მზარდი მთვარი პერიოდში სასურველია მეტად დანაყრდნენ – დღის პირველ ნახევარში, ხოლო მთვარის დაღმავალი ფაზის დროს კი უკეთესია საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ მიირთვან. ორგანიზმის გასაწმენდად შიმშილობის ჩატარება სავსემთვარეობამდე სამი დღით ადრე სჯობს. წყლის სტიქიის წარმომადგენლებმა გასახდომი დიეტის დაცვისას საკვებ რაიონში ძეხვეული და ლორი უნდა გამორიცხონ; ასევე სასურველია ჩაის, ყავის, თეთრი პურის, ხახვის და ნივრის რაოდენობა შეამცირონ. მათთვის სასურველია საზამთროს, ნესვის, ტკბილი კენკრის და ხილის მიღება.

გაითვალისწინეთ მთვარის ფაზები ნებისმიერი დიეტის დაწყების, თუ უბრალოდ საკვების მიღების დროს და იყავით ჯანმრთელები.

წყარო; „astro-crimea.ru“.

 

 

კომენტარები