„გახმაურებული დანაშაული გახსენით ამდენი ხანია და არ ამბობთ კაცო?  ყოჩაღ გომელაურს და მის კიბერ-ბიჭებს!“ – დავით ახრახაძე

-„გახსოვთ ალბათ მეგობრებო ამ 3 კვირის წინ ვირუსივით რომ მოედო ფეისბუქს ვიღაც თაღლითის წერილები, ვითომ თანხას გადმოგირიცხავთო, რის შემდეგაც საბანკო ანგარიშებს რომ პირწმინდად უსუფთავებდა იმ კეთილ ხალხს, ვინც მზად იყო მეგობრებს დახმარებოდა, დიდძალი თანხაც კი დააგროვა ვიღაც მამაძაღლმა, რამდენიმე ფეისბუქიც წაგვართვა.

საღოლ ჩვენ კიბერდანაშაულის ბიჭებს! გასკვანჩეს უკვე და ყვლიპავს ახლა თვალებს კამერაში. “ოცნებას” პიარი არ უვარგაო რომ ამბობენ… მართალია, აბა ნაცების დროს დანაშაულის ჩადენამდე იჭერდნენ და აღიარებინებდნენ არჩადენილ დანაშაულსაც.

რამდენიმე დღეა უკვე გასკვანჩული ყავთ ამ გახმაურებული დანაშაულის ჩამდენი ვითომ ჰაკერი და დღემდე არ უთქვიათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასეთი გახმაურებული დანაშაული გახსენით ამდენი ხანია და არ ამბობთ კაცო?  ყოჩაღ გომელაურს და მის კიბერ-ბიჭებს!”– წერს დავით ახრახაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. სოციალურ ქსელში, სხვისი ფეისბუქების გამოყენებით, თარლითურად სძალავდა თანხას. ინფორმაციას დავით ახრახაძე ავრცელებს. მას უშუალოდ გაუტეხეს ფეისბუქ პროფილი. მისი სახელით,მეგობრებს თანხას სხვადასხვა მეთოდით სძალავდა.

კომენტარები