გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ელექტრომომარაგება შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:

„გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, გლდანის მასივის I, IIIა, V მიკრორაინების, მუხიანის აგარაკების, წყაროთ უბნის დასახლების, წყაროთუბნის, კალოუბნის, იაკობის, მუხის, თერგის, სვანეთის, გიორგი გურამიშვილის, მუხურას, ალავერდის, ვარდისუბნის, გორგულის, ჯვარისის, რიონის, გრემის, კალოუბნის (მუხიანი), ლეჩხუმის, თერჯოლის, 26 მაისის, შემოდგომის, იასამნის, მახარობის, სამეგრელოს, ხრესილის, რაჭის, ვანის, გომბორის, ტაძრის, შორაპნის და განთიადის ქუჩების მცხოვრებლებს. 13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და ხევძმარის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IV კვარტლის (ნაწილობრივ), ვიქტორ კუპრაძის, შამანაურის, ჯავახეთის, სესილია თაყაიშვილის და გახოკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინუას, თორნიკე ერისთავის და მექანიზაციის ქუჩების მცხოვრებლებს. 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხიმშიაშვილის, ცოტნე დადიანის, მახალდიანის, ხუდადოვის, თოფურიძე ვალენტინის, ეროსი მანჯგალალძის, ჩოხატაურის და ალილუევის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სიმონ ჩიქოვანის, ალმასიანის, ალექსიძის, ბერბუკის და ასლანიდის ქუჩების მცხოვრებლებს. 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის მცხოვრებლებს. 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის II ზონის, ვაშლიჯვრის დასახლების, მუხრან მაჭავარიანის, გოძიაშვილის და ემხვარის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიღმის მასივის I კვარტლის, ლუბლიანას, მიხეილ ჭიაურელის და იუნკერ მიხეილ იოსელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჯავადის და ბაჟანის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის და იოზეფ პილსულდსკის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

 

კომენტარები