გედევან ფოფხაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა- „მოვედი, რომ სოლიდარობა გამოვუცხადო“

 ყოფილი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა.

-„ნიკა მელიას პრობლემა არ არის მხოლოდ ნიკა მელიას პრობლემა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მსხვილი ოპოზიციური პარტია, მაგრამ ამ შემთხვევაში, მოვედი, რომ სოლიდარობა გამოვუცხადო ნიკა მელიას“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ბოლო რამდენიმე დღეა, ნიკა მელია  პარტიის ცენტრალურ ოფისში იმყოფება. სოლიდარობის ნიშნად, ,,ნაციონალურ მოძრაობაში” ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერებიც იმყოფებიან. ისინი აცხადებენ, რომ ნიკა მელიას დაკავებას არ დაუშვებენ.

18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. 

კომენტარები