გეებისკავშირი დაშლისპირას არის

 

ევროკავშირის (EU) ერთიანობა კრიზისშია და ეს არ არის მხოლოდ კორონავირუსის მიერ გამოწვეული შეზღუდვების და კრიზისის დამსახურება.
დასავლეთ ევროპის ქვეყნები ფიქრობდნენ, რომ ისინი შეთანხმდნენ აღმოსავლელ მეზობლებთან საერთო შეხედულებებზე ევროპული ღირებულებების შესახებ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველასათვის მისაღები არ ყოფილა სექსუალურ უმცირესობებთან და მიგრანტებთან მიმართებაში ევროკავშირის დამოკიდებულება.
უნგრეთი და პოლონეთი ყოველწლიურად ეწინააღმდეგებიან ლიბერალურ პოლიტიკურ ტენდენციებს და ევროკავშირში ვერ ახერხებენ ამ ორ სახელმწიფოში საკუთარი დღისწესრიგის გატარებას, საქმე იქამდე მიდის, რომ ევროსაბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა კავშირის დაშლაც კი იწინასწარმეტყველა, თუ სხვა წევრები შეუერთდნენ ამ ოპოზიციურ ბანაკს. როგორ იქცნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ტრადიციული ღირებულებების დასაყრდენად, რატომ წუხდებიან ისინი ასე ლგბტ ადამიანებით და როგორ ემუქრება ასეთი წინააღმდეგობა ევროპის ერთიანობას ?

15 ივლისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც მოითხოვა ბუდაპეშტისა და ვარშავის ორი თვის განმავლობაში უმცირესობებთან დაკავშირებით სიტუაციის გამოსწორებას. თუ ამ განცხადებას რამე არ მოჰყვება, აღნიშნა ევროკომისიამ, შემდგომ საკითხს განიხილავს უმაღლესი სასამართლო – ევროპული სასამართლო.
შემდეგ კი ამ ორ სახელმწიფოს შეუწყდება ევროკავშირიდან დაფინანსება.
საუბარია მილიარდობით ევროზე, რომელსაც ისინი ყოველწლიურად იღებენ ევროპელი მოკავშირეებისგან. პოლონეთი ყველაზე დიდი გადასახადების მიმღები პირია და უნგრეთისთვის ეს ფული ბოლო წლების ეკონომიკური ზრდის ძირითადი ფაქტორია.

ალტერნატიული ღირებულებები
”გეი დავიბადე. მე გეი ვარ და ეს არ არის ჩემი არჩევანი. დედაჩემს ამის ყოველთვის ეშინოდა და ამით ვცხოვრობ. ახლა თქვენ მას კანონებში შეიტანთ. პატივს გცემ, მაგრამ ზღვარი გადალახე. ჩვენ ვსაუბრობთ ფუნდამენტურ უფლებებზე, განსხვავებულობის უფლებაზე ”, – ამ სიტყვებით მიმართა ლუქსემბურგის პრემიერ მინისტრმა ხავიერ ბეთელმა უნგრეთის კოლეგას ვიქტორ ორბანს ევროპის საბჭოს დებატებზე და მოუწოდა დაიცვას უმცირესობების უფლებები.

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები