„ გელათის დროებითი გადახურვის პროექტი სამონასტრო კომპლექსის წინაშე არსებულ გამოწვევებს სრულად პასუხობს – მაქსიმალურად უზრუნველყოფს ტაძარში“ – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

-„გელათის დროებითი გადახურვის პროექტი სამონასტრო კომპლექსის წინაშე არსებულ გამოწვევებს სრულად პასუხობს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ტაძარში წყლის ჩადინების არიდებას.

გელათის ღვითსმშობლის შობის სახელობის ტაძარზე სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში დროებითი გადახურვების მოწყობა ბოლო დღეების განმავლობაში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. მთავარ ტაძარზე პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების მიხედვით, თუნუქის საბურველით უკვე დაიხურა სხვადასხვა არქტიტექტურული სეგმენტები, სადაც დროებითი სახურავის ახლად დამზადებული კრამიტით ჩანაცვლება მომავალი წლიდან დაიწყება. ღვითსმშობლის სახელობის ტაძარზე (ეკვდერებზეკარიბჭეებზე, საკურთხეველზე, პასტოფორიუმებზენართექსსა და მკლავებზე) დროებითი სახურავის მოწყობა მიმდინარე წლის დეკემბრის თვემდე ეტაპობრივად დასრულდება.

ჩვენი  მოთხოვნით, ტაძრის დროებითი გადახურვის პროექტი საპროექტო ჯგუფმა „საქართველოს მემკვიდრეობამ“მოამზადა და მასზე სამშენებლო ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების სექციის წევრების განხილვისა და მხარდაჭერის საფუძველზე გაიცა.

პროექტი სამონასტრო კომპლექსის წინაშე არსებული კლიმატური და დროული საკონსერვაციო ჩარევის გამოწვევებს სრულად პასუხობს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ზამთრის სეზონზე ტაძარში წყლის ჩადინების დაცვას. კედლის მხატვრობის დაცვისა და ტაძარში წყლის ჩადინების არიდების მიზნით, გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დროებითი გადახურვა შენარჩუნდება იქამდე სანამ კრამიტის სახურავი ახალი, თიხის დაწნეხვის მეთოდით დამზადებული კრამიტით სრულად არ ჩანაცვლდება. კრამიტის ხარისხი ლაბორატორიული შემოწმების წესითა და საექსპერტო დასკვნებით იქნება დამოწმებული.

კომენტარები